რატომ ჩვენ

ტრენინგები, კონსალტინგი და კვლევებია ჩვენი ბიზნეს პროფილი. "დახლზე" გამოგვაქვს ჩვენი გუნდის წლობით დაგროვილი ცოდნა და გამოცდილება აქტუალურ და მუდმივად განახლებად თემატიკაზე.

სიახლე და ვიტამინებია არა ჩვენ პროფილში, არამედ თავად ტრენინგის, კონსალტინგისა თუ კვლევების ხედვაში, მის სტრუქტურასა და წარმართვის თავისებურებებშია.

სამ ძირითად ინგრედიენტს გამოვყოფთ:

  • ხარისხი - სპეციალიზებული მასალა, მომზადებული და გადმოცემული კონკრეტულ თემაში გაწაფული პრაქტიკოსი პროფესიონალის მიერ. მასალა, რომელიც არ წარმოადგენს არც კოპიოს და არც უბრალო მიბაძვას, არამედ ემყარება თავად ტრენერის ცოდნას, პრაქტიკულ გამოცდილებას და მორგებულია კონკრეტულ მიზნობრივ მოთხოვნას;
  • კრეატივი - შემოქმედებითი და სახალისო ელემენტებით გაწყობილი ფაბულა, არსებული სიტუაციის ანალიზითა და საჭიროებების კვლევით გამოვლენილი, პრეზენტაციები, პრაქტიკული სავარჯიშოები, შეჯიბრები, თამაშები და მოდელები (ე.წ Gamification);
  • ემოცია - თავისუფალი და უშუალო, კლასიკური ტრენინგებისათვის, კვლევისთვის თუ კონსალტინგისთვის უჩვეულო გარემო საინტერესო ხალხის გასაცნობად, ინფორმაციის გასაცვლელად, დისკუსიის რეჟიმში საკუთარი აზრისა და შეხედულებების დასაფიქსირებლად, გამოცდილების გასაზიარებლად და უბრალოდ, დროის სასიამოვნოდ და თან სასარგებლოდ გასატარებლად.

ჯამში, ჩვენთვის იქმნება უფრო დიდი მნიშვნელობის მატარებელი კომპოზიცია, ვიდრე ყბადაღებული ტრენინგია, კონსალტინგი თუ კვლევები, თავისებური ხელწერის გარნირით, რაც ინტელექტუალურ საკვებს გაცილებით გემრიელს და იოლად გადასამუშავებელს ხდის.

ესეც ჩვენი Value Proposition.

ტრენინგები - კვლევები - კონსალტინგი

მხოლოდ ამ სიით არ შემოვიფარგლებით, შეგვიძლია თქვენი საჭიროებების გათვალისწინებით შემოგთავაზოთ კვლევა, ტრენინგი თუ კონსულტინგი.

ხარჯ-სარგებლიანობის ანალიზი (CBA)

 

ეფექტური პრეზენტაცია + 3D პრეზენტაცია

საქმიანი დებატების ხელოვნება

დასაქმება და სამსახურის პოვნის რეცეპტები

თვითმმართველობების სტრატეგიული მენეჯმენტი

პროდუქტის შექმნის ციკლი

შედეგზე ორიენტირებული გაყიდვები

სერვის +

ლოიალურობის სისტემები

ეფექტური კომუნიკაცია

საგრანტო განაცხადების მომზადება (Proposal Writing) და ფონდების მოზიდვა (Fundrising)

გრანტების მართვა

ეკოსისტემური სერვისების დაგეგმვის პროცესში ინტეგრირება

ეკოსისტემური სერვისების სარგებლიანობა და მასტიმულირებებლი მექანიზმების გამოვლენა

კიბერ უსაფრთხოება - კომპიუტერული მოწყობილობების უსაფრთხოება

დროის ეფექტური მენეჯმენტი

საქმიანი მიმოწერის ხელოვნება

XXI საუკუნის სწავლების თანამედროვე მეთოდები

საჭიროებებზე მორგებული ტრენერთა ტრენინგი (ToT)

სამეცნიერო სტატიების მომზადება და წარდგენა კონფერენციებზე

გარემოსდაცვითი უსაფრთხოება

საგადასახადო რჩევები ბიზნესის დაწყებისა და მართვისთვის

 

ციფრების ენა (Excel)

 

კვლევის მეთოდები სოციალურ მეცნიერებებში (Excel, SPSS)

 

ჩვენ გვჯერა

ნებისმიერი საქმიანი ურთიერთობა ორმხრივად სასარგებლო უნდა იყოს და ყოველი შეხვედრა ახალი შესაძლებლობების ერთობლივად რეალიზების საფუძვლად უნდა იქცეს.

რას ვიზამთ საიმისოდ? პირველ რიგში ვიტყვით: რას არ ვიზამთ...

და შედეგად რა მოხდება - შენ "აწონ(დაწონ)ე":

  • ჩვენ არ მოგიყვანთ სამსახურიდან ისევ "სამსახურეობრივ" გარემოში;
  • ჩვენ არ დაგპირდებით, რომ რომელიმე კონკრეტული ტრენინგის კურსის გავლის შემდეგ, შენ "სენსეიდ" გარდაიქმნები;
  • ჩვენ არ აღგითქვამთ, რომ ჩვენი კონსალტინგით და კვლევებით თქვენ ან ვინმე აუცილებლად შეიცვლება;
  • ჩვენ არ გაზიარებთ სოფისტურ დოგმებს და არ შევიზღუდებით ჩარჩოებში მოქცეული გაურკვეველი წარმოშობის სტერეოტიპებით;
  • ჩვენ არ დაგარიგებთ ჭკუას და არ დაგღლით მონოლოგებით;
  • ჩვენ არ მოგახვევთ თავს მოპარულ ნათარგმნ კონცეფციებს;

მთავარი, რასაც ჩვენ ვიზამთ და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია და სასარგებლო ჩვენი საერთო საქმისთვის, ეს არის:

  • თქვენი საჭიროებებისა და მოლოდინების შესწავლა;
  • კონკრეტულ გამოცდილებაზე, რეალურ ქეისებზე და პრობლემატიკაზე დაფუძნებული პრაქტიკული ცოდნის გაზიარება, რაც ყოველდღიურ საქმიანობაშია აქტუალური და გამოყენებადი;
  • საერთაშორისოდ აღიარებული და ადგილობრივი კონტექსტის გათვალისწინებით ნააზრევის წარმოდგენა. 

რამდენად გამოყენებული იქნება - ეს უკვე მომხამრებლის ნება-სურვილზე თუ შესაძლებლობებზე იქნება დამოკიდებული :)

წარმატებების მაქსიმუმს გისურვებ ყველა "ფრონტზე" და მინიმალურ "ფრონტს" ყოველი წარმატებებისას.

წარმომადგენლობა

დავით დარსაველიძე PhD, MPA

პარტნიორი, ტრენერი, მკვლევარი

ეკონომიკის დოქტორი ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების საკითხებში, საჯარო ადმინისტრირების მაგისტრი - ჩრდილოეთ ტეხასის უნივერსიტეტი, სერტიფიცირებული ტრენერი საჯარო ადმინისტრირების/მართვის სფეროში, 11 წლიანი სამუშაო გამოცდილება თბილისის მერიის, აშშ-ის კონგრესის, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსა და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოში.

დაწვრილებითი ინფორმაცია: linkedin.com/in/darsavelidze

 

გიორგი ვაშაკიძე

პარტნიორი, ტრენერი

სერტიფიცირებული „დიჯითალ“ პროდუქტების  მენეჯერი, ეკონომისტი, საბანკო საქმის პრაქტიკოსი სპეციალისტი, ბიზნეს ტრენერი, საქართველოს წამყვან ბანკებში მუშაობის 11 წლიანი გამოცდილებით (სამომხმარებლო, იპოთეკური და მიკროდაკრედიტება, საცალო საბანკო საქმიანობა, გაყიდვები, საბანკო და სადაზღვევო პროდუქტების განვითარება, პროექტების მართვა).

დაწვრილებითი ინფორმაცია: linkedin.com/in/vashakidze

მაიკლ უილიამსი, PhD, MBA

მკვლევარი, ტრენერი

ეკონომიკის დოქტორი ბუნებრივი რესურსებისა და მდგრადი განვითარების საკითხებში - კოლორადო ბოლდერის უნივერსიტეტი და ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი სტრატეგიული მართვის მიმართულებით - ფლორიდის უნივერსიტეტი. 
მდგრადი განვითარების ექსპეტრი, ეკონომისტი, კონსულტანტი ენერგეტიკისა და გარემოს დაცვის საკითხებში. გამოცდილი ტრენერი და პრაქტიკოსი ხარჯ-სარგებლიანობის ანალიზის თემატიკაზე. 30 წელზე მეტი პრაქტიკული გამოცდილებით სახელმწიფო, კერძო და საერთაშორისო ორგანიზაციებში (OECD) ამერიკის შეერთებულ შტატებში, საფრანგეთში, საუდის არაბეთში, საქართველოსა და სხვა ქვეყნებში.

დაწვრილებითი ინფორმაცია იხილეთ: linkedin.com/in/mweconomics

რ. ჯეფერსონ ჯორჯი, PhD, M.Ed.

ტრენერი

დოქტორი საგანმანათლებლო ლიდერობის საკითხებში - ჩრდილოეთ ტეხასის უნივერსიტეტი და საგანმანათლებლო ფსიქოლოგიის მაგისტრი - ჰიუსტონის უნივერსიტეტი. 
საგანმანათლებლო დაწესებულებების მენეჯმენტის 10 წლიანი საგანმანათლებლო ინსტრუქტორის 6 წლიანი და განათლების დარგის კონსულტანტის/მრჩევლის 8 წლიანი სამუშაო გამოცდილებით. ამჟამად, საგანმანათლებლო პროგრამის (G*STEP) მენტორი და განათლების ფაკულტეტის წევრი ჩრდილოეთ ტეხასის უნივერსიტეტში.

დაწვრილებითი ინფორმაცია: linkedin.com/pub/r-jefferson-george-ph-d/5b/a79/5a8

ირმა მჟავანაძე, MD, MPH

მკვლევარი, ტრენერი

საზოგადოებრივი ჯანდაცვის მაგისტრი - VU უნივერსიტეტი, ექიმი. კონსულტანტი ჯანდაცვის პოლიტიკის/ჯანდაცვის სისტემების და სოციალური დაცვის მიმართულებით, 12 წლიანი სამუშაო გამოცდილება საჯარო სექტორში (საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია, მათ შორის 6 წელი ხელმძღვანელ პოზიციაზე) და საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებში (საქართველო, ჰოლანდია, ტაჯიკეთი, აფრიკის ქვეყნებში საკონსულტაიო სამუშაოები სხვადასხვა კვლევით პროექტებში).

დაწვრილებითი ინფორმაცია: linkedin.com/in/mjavanadze

ირაკლი ჯავახიშვილი, PhD candidate, MSc

ტრენერი

კომპიუტერულ მეცნიერებათა სადოქტორო კანდიდატი, ფიზიკისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების მაგისტრი. 15 წლიანი სამუშაო გამოცდილებით კომპიუტერული სისტემების, პროგრამირებისა და კვლევის მიმართულებით როგორც საჯარო, ასევე კერძო სფეროში. საზღვარგარეთ სადოქტოროს ხარისხის კვლევითი პრაქტიკით, სერტიფიცირებული და გამოცდილი ტრენერი.

 

თეკლე მამალაძე

გრაფიკული დიზაინერი

მარიამ წიკლაური

კომუნიკაციის სპეციალისტი

გიორგი მკურნალიძე

ტრენერი

პერსონალური და სამოქალაქო უსაფრთხოების პრაქტიკოსი ექსპერტი, 25 წელზე მეტი გამოცდილებით პრაქტიკული, სასწავლო და სამეცნიერო მიმართულებებით. უსაფრთხოების თადარიგის ოფიცერი, მრავალწლიანი სამუშაო გამოცდილებით უსაფრთხოების სხვადასხვა წამყვან თანამდებობაზე. ტრენერი კონფლიქტოლოგიისა და უსაფრთხოების სფეროში. ამასთან, სამეცნიერო შრომების ავტორი ზემოთხსენებულ თემატიკაზე.

ანანო წიკლაური, MBA

ტრენერი

საგადასახადო საკითხების პრაქტიკოსი ექსპერტი, 10 წელზე მეტი გამოცდილებით აუდიტის, კონტროლისა და საგადასახადო საკითხებში, სხვადასხვა სახელმწიფო მაკონტროლებელ ორგანოში წამყვან ანალიტიკოსად მუშაობის წარმატებული გამოცდილებით.

კონტაქტი

შეგვეხმიანე

გამოდი კონტაქტზე

დაგვირეკე – 557 000 587

მოგვწერე – info@khtc.ge

დაგვიმეგობრდი – facebook.com/khtc.ge

მოდი გვნახე – თბილისი, გორგასლის 34, VI სართ

შენზეც გვითხარი ¬